გაკვეთილის მასალები

გაკვეთილის  მთავარი თემა
მობილური ტელეფონი სკოლაში
სწავლების საფეხური
საშუალო
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან  თუ რამდენად აქტუალურია მობილური ტელეფონი სკოლაში



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ იმის გაგებას თუ რა მიზანს ემსახურება  მობილურის ტარება სკოლაში,ასევე ექნებათ საშუალება გამოხატონ თავიანთი მოსაზრება  იმის შესახებ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მობილური ტელეფონის ტარებას სკოლაში.მოიძიებენ ამა თუ იმ ინფორმაციას და შეძლებენ კლასის წინაშე წარდგენას.თანმიმდევრულად გადმოსცემენ ნაცნობი ტექსტის შინაარსს,შესწავლის მიზნით ნელა წაიკითხავენ ტექსტს და შეძლებენ ჩანაწერების გაკეთებას.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ  რომ მობილური ტელეფონის ხშირი ხმარება მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ის უნდა გამოიყენონ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
შეფასების საგანი და პროცედურები

1კითხვებზე პასუხი
2დიალოგების გამართვა
3როლური და ჯგუფური მუშაობა
4ჯანსაღი კამათი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,დამატებითი ლიტერატურა
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
კლასის ორგანიზაცია(3წთ)
სამუშაო დავალების შემოწმება(20წთ)
ახალ მასალაზე მუშაობა(20წთ)
საშინაო დავალება(2წთ)




No comments:

Post a Comment